ოქსიგენია – უნიკალური მწვანე სააგარაკე დასახლებაა, რომელიც მდებარეობს თბილისიდან მხოლოდ 35 წუთის სავალზე, ისტორიულ შიდა ქართლში. 34 ჰექტარზე გაშენებული 25 000-ზე მეტი პაულონია ქმნის ჟანგბადით მდიდარ ტყის გარემოს, სადაც თითოეული ნაკვეთი ბუნებასთან ჰარმონიაშია. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კომფორტული საცხოვრებელი გარემო და ეკოლოგიური ხედვა ოქსიგენიას ჯანსაღი და მშვიდი ცხოვრების ახალ სტანდარტად აქცევს.









